ფიფას ახალი რეიტინგი - საქართველომ სამი ადგილი მოიგო
ფიფას ახალი რეიტინგი - საქართველომ სამი ადგილი მოიგო

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც წინსვლა აქვს საქართველოს ნაკრებს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გასულ თვეში ორი მატჩი ჩაატარა, ორივე ფრედ დაასრულა (2:2 სამხრეთ კორეასთან და 0:0 დანიასთან) და სამი საფეხურიით მაღლა აიწია. ჩვენი გუნდი 1264 ქულით 91-ე პოზიციაზეა.

რაც შეეხება ტოპ-ათეულს, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ადგილების გაცვლა საფრანგეთსა და ბრაზილიას შორის:

1(1). ბელგია – 1752

2(3). საფრანგეთი – 1725

3(2). ბრაზილია – 1719

4(4). ინგლისი – 1662

5(6). პორტუგალია – 1643

6(5). ურუგვაი – 1639

7(9). ესპანეთი – 1631

8(7). ხორვატია – 1625

9(8). კოლუმბია – 1622

10(10). არგენტინა – 1614