ფიფა-მ VAR-ის მუშაობის სტატისტიკა წარმოადგინა
ფიფა-მ VAR-ის მუშაობის სტატისტიკა წარმოადგინა

მსოფლიოს ფეხბურთის ფედერაციამ (ფიფა) პრესკონფერენციაზე ჯგუფური ეტაპის 48 მატჩში მსაჯების მუშაობა შეაფასა.
ფიფას სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ პიერლუიჯი კოლინამ, ფიფას სამსაჯო დეპარტამენტის დირექტორმა მასიმო ბუზაკამ და ვიდეოგამეორების სისტემის (VAR) პროექტის ხელმძღვანელმა რობერტო როზეტიმ ​მინდორზე შექმნილი სხვადასხვა სიტუაცია გააანალიზეს, აგრეთვე, წარმოადგინეს ჯგუფური ეტაპის ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი.

ყვითელი ბარათი: 162 (საშუალოდ მატჩში 3.4)
წითელი ბარათი: 1 პირდაპირი, 2 – მეორე ყვითელი ბარათისთვის
პენალტები: 24 (7 VAR-ის დახმარებით)
თამაშის ფაქტობრივი დრო: საშუალოდ 56 წუთი და 45 წამი
დამატებული დრო: საშუალოდ 6 წუთი და 15 წამი
VAR-ის კონტროლი: შემოწმებულია 335 ინციდენტი (საშუალოდ 6.9 მატჩში)
VAR-ის ნახვა: 17
VAR-ის ნახვის შემდეგ შეცვლილი გადაწყვეტილება: 14
VAR-ის ნახვის შემდეგ დადასტურებული გადაწყვეტილება: 3
ყველაზე ხშირად VAR-ის სისტემას მიმართა პარაგვაელმა არბიტრმა ენრიკე კასერესმა (4-ჯერ).
გამოტანილი გადაწყვეტილებების სიზუსტე: VAR-ის გარეშე გადაწყვეტილებების 95 პროცენტია ზუსტი, VAR-ით მიღებული გადაწყვეტილებების 99.3 პროცენტია ზუსტი.