ფიფამ გამორიცხა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის 1 ივლისს გახსნა
ფიფამ გამორიცხა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის 1 ივლისს გახსნა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) იურიდიულმა დირექტორმა ემილიო გარსია სილვერომ აღნიშნა, რომ 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დადგენილ ვადებში არ გაიხსნება კორონავირუსის პანდემიის გამო.

„ფეხბურთელები ვერ დარეგისტრირდებიან პირველ ივლისს, რადგან ბაზარი გახსნილი არ იქნება“, – თქვა ფუნქციონერმა Cadena Cope-სთან ინტერვიუში.

გარსია სილვერომ ხაზი გაუსვა იმას, რომ იჯარით გაშვებულ ფეხბურთელს შეეძლება თავის გუნდში 30 ივნისს დაბრუნება, მაგრამ ვერ ითამაშებს მის რიგებში ოფიციალურ რეგისტრაციამდე.

ასევე აღნიშნული იქნა, რომ მომდევნო სატრანსფერო ფანჯრების ვადები დამოკიდებული იქნება იმაზე, როდის განახლდება ტურნირები.