ფიფა საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიას წელს არ ჩაატარებს
ფიფა საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიას წელს არ ჩაატარებს

კორონავირუსის პანდემიის გამო, ფიფა წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიას არ ჩაატარებს, – იუწყება „მარკა“.

ცერემონიის დროს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია წლის მონაცემების შეჯამებით საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოებს, აგრეთვე ადგენს წლის სიმბოლურ ნაკრებს.

2019-ში ჯილდო ლიონელ მესიმ მიიღო და ფიფა ამ პრიზს წელსაც „ბარსელონას“ არგენტინელ ფეხბურთელს დაუტოვებს.

„მარკას“ ვარაუდით, წელს იგივე საფრთხე ელის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ტრადიციულ და პრესტიჟულ ღონისძიებას.