ფიფა - მარტსა და აპრილში დაგეგმილი საერთაშორისო მატჩები უნდა გადაიდოს
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ეროვნული ნაკრებების მონაწილეობით მარტსა და აპრილში დაგეგმილი მატჩების გადადების რეკომენდაცია გასცა.
ამის მიზეზად ფიფა-ში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომაროება დაასახლეს. შესაბამის განცხადებას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„არასაჭირო ჯანმრთელობის რისკებისა და პოტენციური სპორტული უსამართლობის თავიდან არიდების მიზნით, ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ყველა საერთაშორისო მატჩი, რომელიც დაგეგმილი იყო მარტსა და აპრილში, გადადოს იმ დროისთვის, როდესაც მათი გამართვა შესაძლებელი იქნება უსაფრთხო გარემოში, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე ზოგადად საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს, ამხანაგური მატჩების შემთხვევაში ფიფა აცხადებს, რომ ამ თამაშების გადადების გადაწყვეტილებას ორგანიზატორები და შესაბამისი საფეხბურთო ასოციაციები მიიღებენ.
მანამდე, ფიფა-მ გადადო 2022 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ჩატარება, რომლებიც აზიასა და სამხრეთ ამერიკაში უნდა გამართულიყო.
„კონფედერაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით, ფიფა შეისწავლის ყველა გადადებული მატჩის განრიგს და დარწმუნებულია, რომ კომპრომისის შემთხვევაში ყველა მხარე იპოვის გამოსავალს, რომლიც მოგვცემს საშუალებას, გავმართოთ მატჩები სათანადო დროს და მინიმალური დარღვევებით“, – ნათქვამია განცხადებაში.