ფიფა-მ რუსეთის წინააღმდეგ საქმე აღძრა
ფიფა-მ რუსეთის წინააღმდეგ საქმე აღძრა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) რუსეთის წინააღმდეგ იმ რასისტული გამოხდომების გამო საქმე აღძრა, რასაც მარტში რუსეთისა და საფრანგეთის ამხანაგური მატჩის დროს ჰქონდა ადგილი. შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში გაიმართა. რასისტული რეპლიკები ისმოდა ჯერ ფრანგების ნახევარმცველის პოლ პოგბას, მოგვიანებით კი ფორვარდ უსმან დემბელეს მისამართით.

მატჩის შემდეგ, ფიფა-მ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. ფრანგებმა მტკიცებულებად თამაშის ტრანსლაციის ნაწყვეტი წარადგინეს, სადაც მკაფიოდ ისმის რუსი გულშემატკივრების სპეციფიკური ხმები იმ დროს, როცა ბურთს პოგბა იღებს.