The Guardian – ფიფა-მ მსოფლიო ჩემპიონატით 15 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა #1TVSPORT

10:15, 19.07.2026

ბრიტანული გაზეთის, The Guardian-ის ინფორმაციით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სარეკორდო შემოსავლის შესახებ გამოაცხადებს. მთავარი სანაკრებო ტურნირის წყალობით ფიფა-მ 15 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. პირველადი გათვლებით, ორგანიზაცია 11 მილიარდი დოლარის მიღებას ვარაუდობდა.

წყაროს ცნობით, საბოლოო შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა, პირველ რიგში, მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვისა და გადაყიდვის წყალობით. ბილეთების გადაყიდვისას ფიფა 15 პროცენტის ოდენობის საკომისიო თანხას იღებდა მყიდველისგანაც და გამყიდველისგანაც.

შემოსავლის კიდევ ერთი მსხვილი წყარო გახდა სტუმრების მომსახურების სერვისი.

მსგავსი