ფიფა-მ მარადონასთან თანამშრომლობა შეწყვიტა [ფოტო]
ფიფა-მ მარადონასთან თანამშრომლობა შეწყვიტა [ფოტო]

ფიფა აღარ ითანამშრომლებს არგენტინის ნაკრების ყოფილ ფორვარდ დიეგო მარადონასთან, – ამტკიცებს Diario Correo. ჯგუფურ ეტაპზე ლეგენდარული არგენტინელი მატჩებს ელჩის რანგში ესწრებოდა.

თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი გახდა მარადონას საქციელი ნიგერიასთან მატჩის დროს.

არგენტინის გამარჯვების გოლის შემდეგ, ის უხამს ჟესტებს აჩვენებდა, აგრეთვე, ნიგერიის ნაკრების ფანებს უყვიროდა.

უფრო ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარადონა ფიფა-სგან 10 ათას ფუნტს იღებს ყოველ მატჩზე დასწრების სანაცვლოდ.