ფიფა-მ დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი მხოლოდ საუდის არაბეთმა გამოთქვა #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაცხადა, რომ მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე მხოლოდ საუდის არაბეთი აცხადებს პრეტენზიას.
განაცხადების შეტანის ვადა სამშაბათს ამოიწურა და ფიფა-მ გამოაქვეყნა პრეტენდენტი ქვეყნების სია, რომელშიც მხოლოდ საუდის არაბეთი წერია.
მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატის ორგანიზებაზე ავსტრალიაც აცხადებდა პრეტენზიას, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა ფიფა-ში შესაბამისი დოკუმენტების გაგზავნა.
ოფიციალურად 2034 წლის მსოფლიო თასის მასპინძელ ქვეყანას 2024 წლის შემოდგომაზე დაასახელებენ.