ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) დეკემბრის დასაწყისში განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. კვლავინდებურად, ქალთა კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში იმყოფება ქართველი ნანა ძაგნიძე. წინა თვესთან შედარებით, მისი პოზიცია არ შეცვლილა – ის მეცხრე ადგილზეა 2522 ქულით.
TOP20-ში კიდევ ორ ქართველ მოჭადრაკეს ვხედავთ: მე-13 პოზიციაზეა ნინო ბაციაშვილი (2502), მე-19 ადგილზე – ბელა ხოტენაშვილი (2476). რაც შეეხება ტოპ-ასეულს, მასში კიდევ ოთხი ქართველი დიდოსტატი ხდება: 30. ლელა ჯავახიშვილი (2449), 60. სალომე მელია (2404), 62. ნინო ხურციძე (2400), 86. სოფიკო გურამიშვილი (2374).
რაც შეეხება მამაკაცთა რეიტინგს, აქ ტოპ-ასეულში ერთი წარმომადგენელი გვყავს – ბაადურ ჯობავა, რომელიც 2690 ქულით 51-ე პოზიციაზე იმყოფება.
ქალთა რეიტინგს ლიდერობს ჩინელი ჰოუ იფანი (2680), კაცებისას – ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი (2837).