ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 47 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს
ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 47 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს

ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 47 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს.

სამხედროების დაკავების ოპერაციები 24 პროვინციაში ჩატარდა.

დაკავებული არიან თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის სამსახურის პოლკოვნიკები, ლეიტენანტები და სერჟანტები.

მიმდინარე თვეში გიულენთან კავშირის ბრალდებით 137 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. ოპერაციები ჩატარდა უზმირის, კონიის და კოჯაელის პროვინციებში. თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სწორედ მქადაგებელ, ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.