ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთის პროკურატურამ 128 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა
ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთის პროკურატურამ 128 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა

მუსლიმ მქადაგებელ, ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთის პროკურატურამ 128 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილების ნახევარზე მეტი სანაპირო იზმირის პროვინციაში იძებნება. თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სწორედ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გადატრიალების მცდელობის საქმეზე, 77 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 150 ათასზე მეტი საჯარო მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს ან უფლებამოსილება შეუჩერეს.

უფლებადამცველები და დასავლეთის ქვეყნების ნაწილი თურქეთს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა გადატრიალების მცდელობა განსხვავებულ აზრზე ზეწოლის საბაბად გამოიყენა. ანკარაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომები არსებული გამოწვევების და გიულენის ქსელის გასანეიტრალებლად არის აუცილებელი.