ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან სავარაუდო კავშირისთვის, თურქეთში 87 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან სავარაუდო კავშირისთვის, თურქეთში 87 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან სავარაუდო კავშირისთვის, თურქეთში 87 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა.

60 ადამიანი სტამბოლის პროკურატურის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე იძებნება, რომლებიც სავარაუდოდ, ორგანიზაცია „ფეტოს“ წევრებს საგანმანათლებლო კონსულტაციებს უწევდნენ და დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაცია ByLock-იყენებდნენ.

სტამბოლის პოლიციის კონტრ-ტერორისტულმა დანაყოფმა სპეცოპერაცია 28 პროვინციაში დაიწყო. ანკარის პროკურატურამ დაკავების ორდერი 27 ადამიანზე გასცა. ეჭვმიტანილები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არიან. გიულენის ორგანიზაციას თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.