ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 56 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა

11:54, 26.03.2018

ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 56 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა.

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში გიულენის ორგანიზაციის საიდუმლო ქსელის დადგენის მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანაკარას პროკურორებმა 20 მოქალაქის დაკავება მოითხოვეს.

ოპერაცია ხუთ პროვინციაში ტარდება. კიდევ 36 ადამიანის დაკავების ბრძანება საიდუმლო მობილური აპლიკაცია, ByLock-ის მოხმარებისთვის გაიცა.

აღნიშნულ აპლიკაციას გიულენის ორგანიზაციის წევრები საიდუმლო კომუნიკაციისთვის იყენებდნენ.

თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში გიულენს ადანაშაულებს.

მსგავსი