ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ვილნიუსის კამერულ ორკესტრს უმასპინძლებს
ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ვილნიუსის კამერულ ორკესტრს უმასპინძლებს

ლიეტუვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ უმასპინძლებს კამერულ ორკესტრს ვილნიუსიდან. ორკესტრი გამოირჩევა რეპერტუარის მრავალფეროვნებითა და შესრულების ორიგინალური მანერით.

ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსი დონატას ბარკაუსკასია. კონცერტის პროგრამა შედგენილია სხვადასხვა ეპოქის ლიეტუველი კომპოზიტორების ნაწარმოებებით.