ფერნანდო ტორესიც იაპონიაში წავიდა
ფერნანდო ტორესიც იაპონიაში წავიდა

ანდრეს ინიესტას მსგავსად, ესპანელი ვეტერანი ფორვარდი ფერნანდო ტორესიც იაპონიაში გააგრძელებს კარიერას.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ თავდამსხმელი “საგან ტოსუს” ღირსებას დაიცავს.

ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი იტალიელი მასიმო ფიკადენტია, ხოლო შემადგენლობაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი 28 წლის ვიქტორ იბარბო გახლავთ.

თავის დროზე, ეს კოლუმბიელი სერია A-ში თამაშობდა.

ფერნანდო ტორესი 2017-18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობა მადრიდის “ატლეტიკოს”.