ფერისცვალების დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში [ფოტო]
ფერისცვალების დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში [ფოტო]

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

საზეიმო ლიტურგიის შემდეგ უწმინდესმა შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა.

ფერიცვალების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება.