ფერეიდნელი ქართველები ბათუმს ეწვივნენ და დღეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ
ფერეიდნელი ქართველები ბათუმს ეწვივნენ და დღეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ

ფერეიდნელმა ქართველები, რომლებიც საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ აჭარას ეწვივნენ და დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ.

400 წლის წინ ირანში გადასახლებული ქართველების სამმა შთამომავალმა – შაჰრამ ონიკაძემ, ომიდ (ამირან) გუგუნაშვილმა, ისმაილ რაჰიმ დავითაშვილმა საქართველომდე ფეხით 1 500 კილომეტრ 31 დღეში გამოიარეს.

თბილისში ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ, რის შემდეგაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ესტუმრნენ, მათ შორის მოინახულეს აჭარა.

„მიხარია, რომ დღეს ეს შეხვედრა მოხდა. დავბრუნდით, რათა ყველა ქართველს, სადაც ცხოვრობენ ვუთხრათ, რომ საქართველოში დავბრუნდეთ. თუ ყველანი დავბრუნდებით საქართველოში, ძლიერი შაიქმნების საქართველო. ახლა ძლიერი არის, მაგრამ უფრო ძლიერი შაიქმნების. მიხარია, რომ ყველგან ახალგაზრდები მუშაობენ.  ბევრჯერ ჩამოვდივარ საქართველოში და თქვენი ქალაქი ყოველ ჯერზე უფრო ლამაზი მხვდება“, – განაცხადა რიჟვაძესთან შეხვედრაზე ამირან გუგუნაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ფერეიდნელ ქართველებს ზუგდიდშიც უმასპინძლეს.