ფერების ფესტივალი რუსთავში [ფოტო]
ფერების ფესტივალი რუსთავში [ფოტო]

რუსთავში, ქალაქის 70 წლის იუბილეს ფარგლებში დღეს თოდრიას ქუჩაზე ღონისძიებები ჩატარდა.

დღის მეორე ნახევრიდან გადაიკეტა სამანქანო გზა, სადაც საბავშვო კონცერტი გაიმართა, რის შემდეგაც მედალოსანი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

გაიმართა ჯგუფ „მიქსტურას“ კონცერტი და ფერების ფესტივალი. პატარების განწყობაზე კი მოძრაობის თეატრის მსახიობები ზრუნავდნენ.