„ფერარიმ“ ბარსელონას ტრასის რეკორდი დაამყარა
„ფერარიმ“ ბარსელონას ტრასის რეკორდი დაამყარა

ფორმულა 1-ის წინასასეზონო ტესტების მესამე დღეს ბარსელონას ტრასის ყველა დროის რეკორდი დამყარდა. მისი ავტორი გახდა „ფერარის” პილოტი სებასტიან ფეტელი – მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა წრე წუთსა და 17.182 წამში დაფარა. გერმანელი აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც წუთიდან 18 წამიდან გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ფეტელმა ყველა პილოტს მინიმუმ წამით აჯობა.

მოულოდნელად, მეორე ადგილი დაიკავა Haas-ის პილოტმა კევინ მაგნუსენმა, მესამეზე კი პიერ გასლი (Toro Rosso) გავიდა, რაც ასევე სიურპრიზი იყო.

„მერსედესის” პილოტები ხისტი საბურავებით სარბოლო რეჟიმში მუშაობდნენ, ამიტომაც ლუის ჰემილტონი და ვალტერი ბოტასი მხოლოდ მერვე და მეცხრე ადგილებზე აღმოჩდნენ.

ყველაზე გრძელი დისტანცია – 187 წრე “რედ ბულის” პილოტმა მაქს ფერსტაპენმა გაიარა.