იტალიურმა გამოცემა „მოტოსპორტმა“ გამოიკვლია ფორმულა 1-ის გუნდების ბიუჯეტები. კვლევა „სამეფო რბოლებში“ დაგეგმილი ცვლილებებიდან გამომდინარე ჩატარდა. კერძოდ, 2021 წლიდან მოყოლებული, გუნდების ბიუჯეტებზე დაწესდება ზედა ზღვარი – სეზონში 175 მილიონი დოლარი.
კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ბიუჯეტზე ლიმიტის დაწესება ყველაზე მეტად სამ გუნდს დააზარალებს – „მერსედესს“, „ფერარისა“ და „რედ ბულს“.
ამ მომენტისთვის ფორმულა 1-ის გუნდების ბიუჯეტები ასე გამოიყურება:
1. მერსედესი – 450 მლნ. დოლარი
1. ფერარი – 450 მლნ. დოლარი
3. რედ ბული – 380 მლნ. დოლარი
4. რენო – 280 მლნ. დოლარი
5. მაკლარენი – 250 მლნ. დოლარი
6. ტორო როსო – 160 მლნ. დოლარი
7. ალფა რომეო – 150 მლნ. დოლარი
7. ჰაასი – 150 მლნ. დოლარი
9. რეისინგ პოინტი – 145 მლნ. დოლარი
10. უილიამსი – 120 მლნ. დოლარი