ფენერბახჩემ კოკუ გაუშვა
ფენერბახჩემ კოკუ გაუშვა

თურქულმა კლუბმა „ფენერბახჩემ“, თავის ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ კლუბიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჰოლანდიელი ფილიპ კოკუ დაითხოვეს. კვირას 28 ოქტომბერს გუნდმა საკუთარ მოედანზე, ანკარაგუჯუსთან მატჩი, ანგარიშით 1:3 წააგო. „ფენერბახჩე“ სატურნირო ცხრილში, 10 ტურის შემდეგ მე-15 სატურნირო ცხრილში ადგილზეა და  ლიდერ ისტამბულს 12 ქულით ჩამორჩება.

47 წლის კოკუ, „ფენერბახჩეს“ მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონის წინ გახდა.