„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ შესაძლოა სამი ან ოთხი კვირა გამოტოვოს იმის გამო, რომ ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, აცხადებს გუნდის დროებითი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი. ბელგიელმა, ახალი დამრიგებლის მოსვლიდან, ექვს მატჩში მხოლოდ 31 წუთი ითამაშა
„სამწუხაროა. ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი დადებითი თვისებები და ჩვენ ფელაინის დადებითი თვისებებიც კარგად ვიცით. ის აუცილებლად იბრძოლებს, რომ მალე დაბრუნდეს“, – განაცხადა ნორვეგიელმა მწვრთნელმა.
სოლსკიაერმა ასევე განაცხადა, რომ კრის სმოლინგმა და მარკოს როხომ უკვე დაიწყეს მსუბუქი ვარჯიში, ალექსის სანჩესი კი შაბათის მატჩისთვის, დიდი ალბათობით, მზად იქნება.
19 იანვარს, საკუთარ მოედანზე, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბრაიტონს“ დაუპირისპირდება.