ფეხურთი | ოქროს მედალი აჭარაში დარჩა #1TVSPORT
ფეხურთი | ოქროს მედალი აჭარაში დარჩა #1TVSPORT

ბათუმში დასრულდა ორდღიანი ტურნირი ფეხბურთში როგორც ვაჟთა ასევე ქალთა შორის.

ვაჟთა ფინალში მაღალი დონის ფეხბურთი უჩვენა აჭარამ, რომელმაც 6:0 დაამარცხა აფხაზეთი. მესამე ადგილზე მცხეთა-მთიანეთი გავიდა.

ჩემპიონები ვაჟთა შორის: ნიკოლოზ კაიკაციშვილი, გეგა ბერიძე, სანდრო დიასამიძე, ნიკოლოზ როგავა, ირაკლი კვაჭაძე, სანდრო გოგაძე, ცოტნე ვაშაყმაძე, ნიკოლოზ ჯიჯავაძე.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ნადარაია, ასისტენტი: გიორგი კახიანი.

გოგონების ფინალში იმერეთმა კახეთს 3:0 სძლია და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი გახდა. ბრინჯაო აჭარას დარჩა.

ჩემპიონები ქალთა შორის: ბარბარე მანაგაძე, თამარ მარუაშვილი, ნინი ჯანელიძე, ანასტასია ხანთაძე, ანასტასია ჩიხლაძე, მარიამ ბზიკაძე, ელენე თვალჭრელიძე.

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ რევიშვილი.

 

ვაჟები

  1. აჭარა
  2. აფხაზეთი
  3. მცხეთა-მთიანეთი

 

გოგონები

  1. იმერეთი
  2. კახეთი
  3. აჭარა