ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის - რონალდუმ კულიბალის მხარი დაუჭირა
ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის - რონალდუმ კულიბალის მხარი დაუჭირა

„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა ფორვარდმა, კრისტიანო რონალდომ „ნაპოლის“ მცველ კალიდ კულიბალის მხარდაჭერა გამოუცხადა. მანამდე ცნობილი გახდა,რომ „ინტერთან“ მატჩში გულშემატკივრებმა „ნაპოლის“ ფეხბურთელის მიმართ რასისტული გამონათქვამები გამოიყენეს.

„ყოველთვის ვთვლიდი,რომ მსოფლიოშიც და ფეხბურთშიც ყველას ჭირდება გვერდში დგომა და რაც მთავარია პატივისცემა“, – დაწერა რონალდუმ საკუთარ ტვიტერზე.

„- რასიზმს ფეხბურთში უარი უნდა ვუთხრათ“ – ეს „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ თქვა. მან ასევე განაცხადა, რომ თუ სხვა დროს იგივე ინციდენტი განმეორდება, მაშინ გუნდი მოედანს დატოვებს.