ფეხბურთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაცემა იწყება #1TVSPORT
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაცემა იწყება, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.
ტურნირი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მედიის წარმომადგენელთა აკრედიტირების პროცესი უეფა-ს ოფიციალური მედიაპლატფორმის საშუალებით მოხდება.
„მედიის წარმომადგენლები, ვინც ამ დრომდე არ არიან დარეგისტრირებული უეფა-ს მედია პლატფორმაზე, თავდაპირველად უნდა დარეგისტრირდნენ აღნიშული ბმულის გამოყენებით და მოგვიანებით 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის აკრედიტაციაზე უნდა გააკეთონ განაცხადი.
უშუალოდ ჩემპიონატის აკრედიტირების პროცესი უეფა-ს მედია პლატფორმაზე (FAME) რეგისტრირებული მედიის წარმომადგენლებისთვის 14 აპრილს გაიხსნება და 7 მაისს, თბილისის დროით 17 საათზე დაიხურება.
21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოში უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 16 შეხვედრა გაიმართება. მათ შორის, ჯგუფური ეტაპის 12 მატჩი, ორი მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალური შეხვედრა, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს“, – წერია სფფ-ის პრესსამსახურის განცხადებაში.