ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი გახდა გუშინდელ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები სტადიონზე იმყოფებოდნენ, გულშემატკივარს კი შესვლის საშუალება არ მიეცა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებს, როგორც თავად ამბობენ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისთვის წიგნისა და წითელი ბარათის გადაცემა უნდოდათ.

შენობაში შესვლის მცდელობისას, აქციის მონაწილეები და ფედერაციაში მყოფი პირები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.