ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს თასის მეორე და მესამე ეტაპის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების მეორე და მესამე ეტაპის წილისყრა ჩატარდა.
წილისყრაში მონაწილეობდნენ ლიგა 3-ის და ლიგა 4-ის გუნდები, ასევე პირველ ეტაპზე გამარჯვებული ორი გუნდი – ფოთის „კოლხეთი 2“ და მოყვარულთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „ბრიჯი“, რომელმაც წინასწარ ეტაპზე „იუჯი 35“ დაამარცხა.
თავდაპირველად გამოვლინდა მეორე ეტაპზე მონაწილე 15 წყვილი, ხოლო დოლურაში დარჩენილმა ბოლო გუნდმა, „სამგურალი 2“-მა ავტომატურად მოიპოვა მესამე ეტაპის საგზური.
დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე ეტაპზე მეორე ეტაპის კენტი ნუმერაციის წყვილების გამარჯვებულები ლუწი წყვილების გამარჯვებულებს შეხვდებიან.
დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. თასის გათამაშების მეორე ეტაპის მატჩები 13 მაისს გაიმართება, ხოლო მესამე ეტაპის შეხვედრები 6 ივნისს შედგება.