ფეხბურთის ფედერაციამ ვიდეოკონფერენციები დააანონსა - ჯერ უეფა-სთან, შემდეგ კლუბებთან
ფეხბურთის ფედერაციამ ვიდეოკონფერენციები დააანონსა - ჯერ უეფა-სთან, შემდეგ კლუბებთან

ფეხბურთის ფედერაცია კლუბებთან მორიგ ვიდეოკონფერენციას პარასკევს, 3 აპრილს გამართავს – ამის შესახებ სფფ-ს პრესსამსახური იუწყება.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობს.

ამავე დროს, ფეხბურთელის ფედერაციამ ინფორმაცია ხვალ, 1 აპრილს უეფა-ს მიერ დაგეგმილ მორიგ ვიდეოკონფერენციაზეც გაავრცელა.

„კონფერენციაზე უეფა-ს 55 წევრი ასოციაციის გენერალური მდივნები არიან მიწვეული და განიხილება უეფა-ს სამუშაო ჯგუფების მიერ შეთავაზებული ვარიანტები მატჩების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით. ასევე განიხილება, თუ რა ვითარებაა უკვე გამართულ საკლუბო ჩემპიონატების მატჩებთან მიმართებაში“. – წერია სფფ-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პირველი ვიდეოკონფერენცია უეფა-სა და წევრ ფედერაციებს შორის 17 მარტს გაიმართა.