ფეხბურთის ფედერაციამ ვიდეოკონფერენციები დააანონსა - ჯერ უეფა-სთან, შემდეგ კლუბებთან
ფეხბურთის ფედერაცია კლუბებთან მორიგ ვიდეოკონფერენციას პარასკევს, 3 აპრილს გამართავს – ამის შესახებ სფფ-ს პრესსამსახური იუწყება.
ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობს.
ამავე დროს, ფეხბურთელის ფედერაციამ ინფორმაცია ხვალ, 1 აპრილს უეფა-ს მიერ დაგეგმილ მორიგ ვიდეოკონფერენციაზეც გაავრცელა.
„კონფერენციაზე უეფა-ს 55 წევრი ასოციაციის გენერალური მდივნები არიან მიწვეული და განიხილება უეფა-ს სამუშაო ჯგუფების მიერ შეთავაზებული ვარიანტები მატჩების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით. ასევე განიხილება, თუ რა ვითარებაა უკვე გამართულ საკლუბო ჩემპიონატების მატჩებთან მიმართებაში“. – წერია სფფ-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პირველი ვიდეოკონფერენცია უეფა-სა და წევრ ფედერაციებს შორის 17 მარტს გაიმართა.