ფეხბურთის ფედერაციამ თხოვნა დააკმაყოფილა - PES 2020-ს თელავიც უმასპინძლებს
ფეხბურთის ფედერაციამ თხოვნა დააკმაყოფილა - PES 2020-ს თელავიც უმასპინძლებს
„გამოიღო შედეგი ჩვენმა აჯანყებამ, ახლა გურჯაანელებიც იგივეს დაიწყებენ. კარგია – GFF მადლობა!“ – ასეთი იუმორით გამოეხმაურა თელაველი გულშემატკივარი ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც PES 2020-ის საქართველოს ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების სიას თელავიც დაამატა.
 
თავდაპირველად, 6 მასპინძელი ქალაქი იყო დასახელებული: ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, რუსთავი და თბილისი. მაგრამ სფფ-მ ამ სიაში თელავი მოთამაშეთა დიდი ინტერესის გამო ჩაწერა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ PES 2020-ში ჩემპიონატის ჩატარება ორიოდე დღის წინ დაანონსა. საქმე ისაა, რომ ელექტრონული ფეხბურთის მასობრივი ზრდის პარალელურად უეფამ გადაწყვიტა ფეხბურთის გულშემატკივრები ამ მიმართულებითაც დააახლოვოს, გამარჯვებული მოიპოვებს  PES 2020-ის ევროპის ჩემპიონატის საგზურს და სხვა ქვეყნის უძლიერეს მოთამაშეებს შეეჯიბრება. მონაწილეთა მინიმალური ასაკი 16 წელია. ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. ტურნირის მონაწილეები გამარჯვებულს ეროვნული ნაკრებებით ასპარეზობით გამოავლენენ.
ტურნირი 24 ნოემბერს დაიწყება და 7 ქალაქში გაიმართება, ხოლო ფინალურ ეტაპს თბილისი უმასპინძლებს.
შესარჩევი ეტაპის ქალაქები:
ოზურგეთი – 24 ნოემბერი
ბათუმი – 30 ნოემბერი
ზუგდიდი – 7 დეკემბერი
ქუთაისი – 8 დეკემბერი
რუსთავი – 14 დეკემბერი
თბილისი – 20,21 დეკემბერი
ფინალი – 22 დეკემბერი (თბილისი)