ფეხბურთი | ზედიზედ მეორედ – წიტაიშვილი „მეცის“ იანვრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

10:46, 05.02.2026

გიორგი წიტაიშვილი „მეცის“ იანვრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გიორგი წიტაიშვილი Flitbix-ის გამოკითხვის შედეგად გულშემატკივრებმა იანვრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მან ჯესი დემენგეს, გოტიე აინსა და ჯონათან ფიშერს გადაასწრო. გილოცავთ, გიორგი“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ წიტაიშვილი გულშემატკივრების გამოკითხვის მიხედვით დეკემბერშიც საუკეთესო გახდა.

მსგავსი