ფეხბურთი | ვინსენ კომპანი - იმედი მაქვს შემდეგ სეზონში უკეთეს შედეგს ვუჩვენებთ #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენ კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვარდნის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
„პირველ რიგში, ვულოცავ პსჟ-ს ფინალში გასვლას.
ეს თამაშები ორივე მხარისთვის ძალიან რთული იყო. ვფიქრობ, ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა.
მხოლოდ შედეგი არ განაპირობებს ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხს. თქვენ, ორი წელია, პარიზელთა თამაშს უყურებთ ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა თუ გინახავთ, მოწინააღმდეგე იმავე დონეზე თამაშობდეს და ზოგიერთ კომპონენტში სჯობდეს კიდეც მათ?
ვიცი, რამდენად რთულია ამ ტიტულის მოგება და იმედი მაქვს, შემდეგ სეზონში უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ. ხარისხს რაც შეეხება, ვფიქრობ, ახლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ“, – აღნიშნა ვინსენ კომპანიმ.
მწვრთელმა კომენტარი ნუნო მენდეშის მომენტზეც გააკეთა.
„პსჟ-ს პერფორმანსი გასაოცარი იყო და ამას არ ვაკნინებ, თუმცა ვფიქრობ, რომ მსაჯებმა ნუნო მენდეშის მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
ფეხბურთელი მეორე ყვითელ ბარათსა და მოედნის დატოვებას იმახურებდა. იმედი მაქვს, შემდეგ სეზონში მსაჯები გადაწყვეტილებებს ჩვენ სასარგებლოდ მიიღებენ,“ – აღნიშნა „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა.
მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში პსჟ-ს „ალიანც არენაზე“ უმასპინძლა.
შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში მოქმედმა ჩემპიონმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ მოწინააღმდეგე ანგარიშით 6:5 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ინგლისურ „არსენალს“ დაუპირისპირდება.