ფეხბურთი | ვილი სანიოლი - თურქეთთან მეტი აგრესიით უნდა ვითამაშოთ #1TVSPORT
ფეხბურთი | ვილი სანიოლი - თურქეთთან მეტი აგრესიით უნდა ვითამაშოთ #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთში ადგილობრივ გუნდთან 0:2 დამარცხდა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო შეხვედრას ქართველები 14 ოქტომბერს, თურქეთში გამართავენ.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა როგორც განვლილ, ასევე მომავალ შეხვედრაზე:

„ესპანეთთან მატჩზე დადებითი კუთხით ვერ ვისაუბრებ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამ დღეში თურქეთში გადამწყვეტი შეხვედრა გველის. იქ წარმატებისთვის აუცილებელია მეტი აგრესიით თამაში. პოზიტიური ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ თურქეთში გაცილებით უკეთ, ხარისხიანად თამაში შეგვიძლია“.