ფეხბურთი | ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის მიმდინარე ჩემპიონატში 25-ე გოლი გაიტანა #1TVSPORT

13:30, 01.11.2025

ჩინეთის ჩემპიონატში მე-14 მატჩი მოიგო ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანმა“. ამჯერად მან „ჯინმენ ტაიგერსს“ უმასპინძლა და 2:1 სძლია.

მე-17 წუთზე ანგარიში ყაზაიშვილმა გახსნა. ეს ვაკოსთვის 25-ე გოლია ამ სეზონში. მას მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი ვერ გამოიყენა.

ტაიშანი“ 50 ქულით ჩინეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 22 ნოემბერს „უჰანის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი