ფეხბურთი | „ტორპედომ“ შეკრებაზე ამხანაგური მატჩები დაგეგმა - ქუთაისელებმა დემეტრე ბულისკერია დაიმატეს #1TVSPORT
8-იდან 20 თებერვლამდე ქუთაისის „ტორპედო” ახალი სეზონისთვის კვიპროსში მოემზადება და რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.
კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 თებერვალს ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი დანიურ „ლუნგბიუს“ შეხვდება, ხოლო 15 თებერვალს – სომხეთის ჩემპიონატის ლიდერს, „არარატ არმენიას“. ქუთაისელები 18 თებერვალს კიდევ ერთი მატჩის გამართვას გეგმავენ, რომლის მეტოქე მოგვიანებით დაზუსტება.
ცნობილი გახდა, რომ „ტორპედოში“ მეკარე დემეტრე ბულისკერია დაბრუნდა, რომელიც კლუბის ღირსებას 2020 წელს იცავდა. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, გასული სეზონი კი „კოლხეთში“ გაატარა. ბულისკერიამ „ტორპედოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.