ფეხბურთი | თორნიკე მორჩილაძემ ხორვატიის ჩემპიონ „რიეკაში“ ჩატარებულ სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა #1TVSPORT
ფეხბურთი | თორნიკე მორჩილაძემ ხორვატიის ჩემპიონ „რიეკაში“ ჩატარებულ სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა #1TVSPORT

თბილისის „დინამოდან“ ხორვატიის ჩემპიონ „რიეკაში“ გადასულმა თორნიკე მორჩილაძემ სადებიუტო შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა – ქართველმა ფეხბურთელმა სლოვენიური „კოპერის“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:2) გაიტანა.

ხორვატიის ჩემპიონატის განახლებამდე გამართულ შეხვედრაში გუნდებმა სამი 40-წუთიანი ტაიმი ითამაშეს (სულ 120 წუთი), რათა ყველა ფეხბურთელს საჭირო დრო მიეღო.

„რიეკამ“ მეტოქეზე გაცილებით მეტი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა „კოპერმა“ შანსები უკეთ გამოიყენა და 63-ე წუთზე დაწინაურდა, ხოლო 71-ე წუთზე დანიშნული პენალტით უპირატესობა გაზარდა.

მორჩილაძე მოედანზე მე-80 წუთზე, შეცვლაზე შევიდა და 94-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. ქართველი თავდამსხმელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანეს და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.