ფეხბურთი | თორნიკე მორჩილაძე - „რიეკა“ ხორვატიის ერთ -ერთი საუკეთესო კლუბია, მოუთმენლად ველი ახალ გუნდში თამაშს #1TVSPORT
თორნიკე მორჩილაძე 2026 წელს „რიეკას“ პირველი შენაძენია. ამპლუით შემტევ ნახევარმცველს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, აქვს სისწრაფე, კარგი დარტყმა და დრიბლინგის უნარი. ის ხორვატული კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია – ამის შესახებ ხორვატიის ჩემპიონის ვებგვერდი წერს და მორჩილაძის კომენტარს აქვეყნებს.
„ვიცი, რომ „რიეკა“ ისტორიულად ხორვატიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ვეცდები ახალ გუნდში თავი გამოვიჩინო და წარმატებას მივაღწიო.
რატომ ავირჩიე „რიეკა“? გუნდი ხორვატიის მოქმედი ჩემპიონია და ჩვენი ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება“.
მორჩილაძე ხორვატიაში 2024 წლის ნოემბერში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩში ითამაშა.
„ხორვატული კლუბებისა და ლიგის შესახებ ინფორმაციას ვფლობ. აქ რამდენიმე გამორჩეული კლუბია და მათ წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველი. „რიეკას“ გულშემატკივრებს ძალიან უყვართ თავისი კლუბი და მისი წარმატება უხარიათ. მინდა, რომ მათაც ვაჩვენო, რისი გაკეთება შემიძლია“, – თქვა მორჩილაძემ.