ფეხბურთი | თორნიკე მორჩილაძე ხორავტიის ჩემპიონ „რიეკაში“ ითამაშებს #1TVSPORT
ხორვატიის ჩემპიონი „რიეკა“ „დინამო თბილისიდან“ თორნიკე მორჩილაძეს დაიმატებს – ხორვატული გამოცემა Tportal-ი ტრანსფერზე Geo Team-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„რიეკა“ ხორვატიის ჩემპიონი ისტორიაში პირველად 2017 წელს გახდა. 2025 წელს კი ზაგრების „დინამოს“ შვიდწლიანი ჰეგემონია დაამხო და ტიტული მეორედ მოიპოვა, ხოლო შარშან კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაც მოახერხა.
„შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „რიეკა“ ახალწვეულით გაძლიერდეს. თორნიკე მორჩილაძე ხორვატიაში 6 იანვარს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და, სავარაუდოდ, 2,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ოფციით. გარიგების დასასრულებლად მხოლოდ ტექნიკური დეტალებია მოსაგვარებელი.
მორჩილაძე თავდამსხმელია და თამაში შეტევის რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია. საქართველოს ჩემპიონატში გამოირჩეოდა სისწრაფითა და დასკვნით ფაზაში შესანიშნავი მოქმედების უნარით. თუ ტრანსფერი განხორციელდება, სეზონის განახლებამდე „რიეკა“ შეტევაში გაძლიერდება“, – წერს tportal-ი.
მორჩილაძემ კარიერაში „დინამო თბილისში“ დაიწყო, 2023/24 წლებში იჯარით „თელავში“ თამაშობდა. ბოლო სეზონში „დინამო თბილისში“ 30 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი. „რიეკა“ მისი პირველი უცხოური კლუბი იქნება.