ფეხბურთი | თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი „გაგრაში“ ითამაშებს #1TVSPORT
ფეხბურთი | თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი „გაგრაში“ ითამაშებს #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანმა, ლუკა კეკელიძემ „გაგრასთან“ კონტრაქტი გააფორმა და ახალი სეზონიდან ეროვნული ლიგის გუნდის ღირსებას დაიცავს.

22 წლის ნახევარმცველი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, საიდანაც თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო სკოლაში გადავიდა, 2021 წლიდან კი მთავარ გუნდში დაწინაურდა და კაპიტანი გახდა. თუმცა გასულ სეზონში „ლოკომოტივი“ ლიგა 3-ში დაქვეითდა და ლუკამაც გუნდი დატოვა.

„გაგრა“ ეროვნული ლიგის გუნდებიდან სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბია, იანვარში დაიმატა უკრაინელი მოთამაშეები – მეკარე ალექსანდრ ტიმჩენკო, თავდამსხმელი ანდრი ანდრეიჩუკი და დაიბრუნა „გაგრის“ ყოფილი მეკარე ოლეკსანდრ ვორობეი. გუნდის ფორმას მოირგებს ბოსნიელი ცენტრალური მცველი ვლადიმირ არსიჩიც,

„გაგრა“ 7 თებერვალს თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან წინასასეზონო შეკრებას გაივლის და 4 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.