ფეხბურთი | ტაბატაძის „კადისმა“ მოიგო და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში 41-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. იური ტაბატაძის „კადისმა“ შინ კონკურენტი „ლეგანესი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.
გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგი“ პლეიოფში მოხვედრისთვის მებრძოლ „მალაგას“ დაუზავდა – 1:1. ლუკა გაგნიძის „გრანადამ“ კი დარჩენისთვის მებრძოლ „მირანდესთან“ 1:3 წააგო.
სანტანდერის „რასინგმა“ ლა ლიგის საგზური უკვე მოიპოვა და 79 ქულით პირველ ადგილზეა, მაგრამ ბოლო ტურში მისი ამოცანა პირველობის შენარჩუნება იქნება, რადგან „დეპორტივო ლა კორუნია“ 2 ქულით ჩამორჩება.
41 ტურის შემდეგ „გრანადამ“ (მე-14 ადგილი, 48 ქულა) ლა ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „კადისი“ კონკურენტთან მოგებით 43 ქულით მე-17 ადგილზე დაწინაურდა და მანაც ლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა.