ფეხბურთი | სოფიაში ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს დანიელი მსაჯები განსჯიან #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს სოფიაში ბულგარეთს ნაკრებთან გამართავს, თამაში 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეხვედრას დანიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარ არბიტრს, იაკობ კელეტს თანამემამულეები – ლარს ჰუმელგაარდი და ოლე კრონლიკი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი მიკელ რედერი იქნება.
VAR-ის ოთახში ასევე დანიელები – იონას ჰანსენი და სანდი პუტორსი იმუშვებენ.