ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდე ნაკრები სერბეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი სერბეთს ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.
ანგარიში ქართველებმა გახსნეს და პირველი ტაიმი მოიგეს. 36-ე წუთზე გოლი საბა ნიორაძემ გაიტანა.
თუმცა სერბებმა მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება შეძლეს: მე-60 წუთზე თავი გამოიჩინა კოსტოვმა, 76-ზე – ჯორჯევიჩმა, მსაჯის მიერ წარმატებულ მეოთხე წუთზე კი – ცვეტკოვიჩმა.
ორი ტურის შემდეგ საქართველის 19-წლამდელთა ნაკრებს ჯერ მოგება არ აქვს. მომდევნო მატჩს 18 ნოემბერს გიბრალტარში გამართავს.