ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები B ლიგის ჯგუფის გამარჯვებულია #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები B ლიგის ჯგუფის გამარჯვებულია #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები B ლიგის შესარჩევი ციკლის გამარჯვებულია. სანდრო კობახიძის გუნდი სან მარინოში გამართული მინიტურნირის ბოლო ტურში უელსს დაუპირისპირდა და წარმატებისთვის ფრეც ეყო – 2:2.

მესამე ტურში ჩვენი გუნდი მდევრის როლში აღმოჩნდა, რადგან 23-ე წუთზე ანგარიში ჯეიკობ გარეთ ნორისმა გახსნა. სამ წუთში საბა ავდოევმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 72-ე წუთზე ნიკოლოზ ხატოიანმა ქართველები წინ გაიყვანა.

90+1-ე წუთზე უელსელთა შემტევმა, ლეო პაპირნიკმა ანგარიში გაათანაბრა 2:2.

ჩვენმა 17-წლამდელებმა 7 ქულით B ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

ეს ასაკობრივი ნაკრები მომდევნო წლიდან 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს და ეს წარმატება წილისყრის დროს უკეთეს ჯგუფში მოხვედრის საშუალებას მისცემს.