ფეხბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვასთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვასთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მოლდოველ თანატოლებთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელთაგან ერთი მოიგო და ერთი წააგო.

პირველ შეხვედრაში მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს (საქართველოს ნაკრებიდან გოლი ნიკოლოზ სახვაძემ გაიტანა), მეორე მატჩი კი ქართველმა ჭაბუკებმა 2:0 მოიგეს. ანგარიში გუნდის კაპიტანმა, ანდრია ფოცხვერიამ გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე ნიკოლოზ სახვაძემ დააფიქსირა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი შემოდგომაზე 17-წლამდელთა ნაკრების ეგიდით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, სადაც ყაზახეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდება – მინიტურნირს 11-17 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს.