ფეხბურთი | სანდრო ალთუნაშვილმა ისრაელში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT

22:45, 19.01.2026

სანდრო ალთუნაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ჰაიფასჰაპოელში“, რომელიც ისრაელის ჩემპიონატში „კირიათ შმონას“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

ეროვნული ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ დეკემბერში დატოვა და კონტრაქტი ისრაელის უმაღლესი ლიგის გუნდთან გააფორმა, ახლა კი ახალ გუნდში პირველი მატჩი ჩაატარა.

ალთუნაშვილი მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. „ჰაპოელი“ 30-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ სამი ბურთი გაუშვა და დამარცხდა.

მსგავსი