ფეხბურთი | სანდრო ალთუნაშვილმა „ჰაპოელის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა #1TVSPORT
ფეხბურთი | სანდრო ალთუნაშვილმა „ჰაპოელის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა #1TVSPORT

ხორვატიის ჩემპიონატში თორნიკე მორჩილაძის „რიეკა“ შინ „სლავენთან“ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ქულა მოიპოვა – 2:2. ქართველმა თავდამსხმელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, 7,5 შეფასება მიიღო და მეორე ნახევარში დაცვის გასაძლიერებლად მცველით ჩაანაცვლეს.

სანდრო ალთუნაშვილის ჰაიფას „ჰაპოელმა“ ბნეი რაინას „მაკაბის“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა ახალ გუნდში სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა და 83-ე წუთზე შეცვალეს.

შვეიცარიის სუპერლიგაში გაბრიელ სიგუას „ლოზანამ“ „გრასჰოპერსი“ მიიღო და ქულები გაინაწილა – 1:1. საქართველოს ნაკრების მოთამაშე გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან ტრავმირებულია.

გიორგი მამარდაშვილიც „ლივერპულის“ სათადარიგოებში იყო ინგლისის პრემიერლიგაში „ბორნმუთთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით 3:2 მოიგეს.