ფეხბურთი | სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ჰაიფას „ჰაპოელში“ გააგრძელებს - კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
ფეხბურთი | სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ჰაიფას „ჰაპოელში“ გააგრძელებს - კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

ჰაიფას „ჰაპოელმა“ სანდრო ალთუნაშვილთან კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„სანდრო ალთუნაშვილმა ჰაიფას „ჰაპოელთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით. საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა სამი სეზონი ავსტრიულ კლუბ „ვოლფსბერგერში“ გაატარა, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის „იბერიაში“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.

სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ალთუნაშვილი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს შეუერთდება. მას საქართველოს ნაკრებში რვა მატჩი აქვს ჩაატარებული, მათ შორის ითამაშა ევრო 2024-ზე“.

ტრანსფერზე კომენტარი კლუბის მფლობელმა იოავ კაცმა გააკეთა:

„ჩვენ ვიმატებთ ხარისხიან მოთამაშეს საერთაშორისო გამოცდილებით. გვჯერა, რომ ალთუნაშვილის დამატება „ჰაპოელს“ გააძლიერებს“.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ალთუნაშვილის საბაზრო ღირებულება 500 ათასი ევროა. საქართველოს ჩემპიონატის დასრულებულ სეზონში მან სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.