ფეხბურთი | საბა საზონოვი „ხეტაფეში“ ითამაშებს #1TVSPORT

15:07, 31.07.2026

იმ დროს, როდესაც ქართველი გულშემატკივარი „ხეტაფეში“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერს ელოდა, ესპანურ კლუბში საბა საზონოვი გადავიდა – ინფორმაციას 𝐆𝐄𝐎 𝐓𝐄𝐀𝐌-ი ავრცელებს.

საფეხბურთო პორტალის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მცველმა ლა ლიგის გუნდში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა.

24 წლის მცველმა ესპანურ კლუბთან ხელშეკრულებას ოფციონის სისტემით (1+1) მოაწერა ხელი და „ტორინოში“ გაცდენილი ორი სეზონის შემდეგ კარიერის გადატვირთვას შეეცდება.

მსგავსი