ფეხბურთი | საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა #1TVSPORT
ფეხბურთი | საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის და საბა გოგლიჩიძისუოტფორდი“ „საუთჰემპტონს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

ინგლისის ჩემპიონშიპის 31-ე ტურის შეხვედრაში ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო გუნდში ახლახან გადასული გოგლიჩიძე მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა და უოტფორდელთა შორის საუკეთესო შეფასება (7,1 ქულა) მიიღო.

დიდი ხანი ანგარიში საყაიმო იყო, მაგრამ 71-ე წუთზე „ფეიენოორდიდან“ დამატებულმა კანადელმა თავდამსხმელმა კაილი ლარინმა „საუთჰემპტონს“ პირველივე შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა.

უოტფორდი“ 31 ტურის შემდეგ 44 ქულით მე-8 ადგილზეა.